შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი MIA Force,   2011 წელს ჩამოყალიბდა და  2016 წელიდან არის  პირველი ქართული კლუბი, რომლის სახელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გაიჟღერა. კლუბის წევრი დათა ქაჯაია წელს პირველად იღებს მონაწილეობას TCR international-ის სახელით ცნობილ ჩემპიონატზე.

კლუბის სახელით, გასულ წელს, ქართველმა სპორტსმენმა ძარიანი ავტომობილების რბოლაში ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.  MIA Force-ის  წევრები უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებით ასპარეზობენ.  სპორტსმენები კლუბის დაარსების დღიდან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, LEGEND-ის და FORMULA alfa-ს  კლასებში იღებენ მონაწილეობას.   მრბოლელებს არაერთი წარმატება აქვთ მიღწეული, როგორც საქართველოს,  ასევე მსოფლიოს მასშტაბით.  მათ შორის, ყველაზე ტიტულოვანი დათა ქაჯაიაა, რომლის ანგარიშზე 100-მდე თასი და მრავალგზის ევროპის ჩემპიონობაა. 

მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი აქტიურად უჭერს მხარს საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.  კლუბის ეგიდით ხშირად იმართება სხვადასხვა შემეცნებითი თუ საქველმოქმედო აქციები, ასევე კლუბის წევრები ჩართულები არიან ისეთ მარათონებსა და კამპანიებში,  რომლებიც ხელს უწყობენ მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

ამჟამად კლუბი ოთხ ავტომრბოლელს აერთიანებს, რომლებიც პარალელურად მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლები არიან.  

სპორტული კლუბი MIA Force

ავტო რბოლა


დათა ქაჯაია
2012 წელი: ევროპის ჩემპიონი LEGEND-ის კლასის ავტომობილებით რბოლაში
2012 წელი: საქართველოს წყვილთა რბოლის ჩემპიონატის გამარჯვებული

კონსტანტინე კოლიაშვილი
2012 წელი: საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი

სპორტული კლუბი MIA Force

ავტო რბოლა


დათა ქაჯაია
2013 წელი: ევროპის ჩემპიონი LEGEND-ის კლასის ავტომობილებით რბოლაში
2013 წელი: საქართველოს ჩემპიონი LEGEND-ის კლასის ავტომობილებით რბოლაში

კონსტანტინე კოლიაშვილი
2013 წელი: ევროპის ჩემპიონი LEGEND-ის კლასის ავტომობილებით რბოლაში
2013 წელი: საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი

ლაშა ნადირაშვილი
2013 წელი: საქართველოს ჩემპიონი Formula Alfa-ს კლასში
ბრიჯთოუნის შავი ზღვის თასის გამარჯვებული

ირაკლი ჩხეიძე
2013 წელი: საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებული

სპორტული კლუბი MIA Force

ავტორბოლა


დათა ქაჯაია
2014 წელი: ევროპის ჩემპიონი LEGEND-ის კლასის ავტომობილებით 
2014 წელს მონცას ავტოდრომის (იტალია) რეკორდების წიგნში დაფიქსირებულია დავით ქაჯაიას რეკორდი, როგორც ერთი ეტაპის ოთხივე რბოლის გამარჯვებული.
დათა ქაჯაია პირველი დებიუტანტი სპორტსმენია, რომელმაც შეძლო ასპარეზობის პირველივე წელს ევროპის ჩემპიონი გამხდარიყო ძარიანი ავტომობილებით რბოლაში.

კონსტანტინე კოლიაშვილი
2014 წელი: საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი

სპორტული კლუბი MIA Force

ავტო რბოლა


სპორტული კლუბი MIA Force