შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე გასცემს საერთაშორისო მართვის მოწმობას.

ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე, გაიცემა:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა ერთი წლის ვადით.

ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/oDUTR

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა 3 წლის ვადით.

ვენის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/meBqd


ვენის კონვენციაში შემავალი ქვეყნებისთვის საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს:

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

2. ეროვნული მართვის მოწმობა.

*თუ ეროვნული მართვის მოწმობა 2014 წლის 1-ელ მარტამდე არის გაცემული, მისი შეცვლა სავალდებულოა. შესაცვლელად საჭიროა დამატებით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.


ჟენევის კონვენციაში შემავალი ქვეყნებისთვის საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს:

1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

2. ეროვნული მართვის მოწმობა.


*საერთაშორისო მართვის მოწმობის საფასურია 109 ლარი.

*საერთაშორისო მართვის მოწმობა მზადდება და გაიცემა რამდენიმე წუთში.

საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში, აღნიშნული სერვისი დისტანციურად არ ხორციელდება.