„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 2023 წლის 1-ელი აგვისტოდან ამოქმედებული ცვლილებების თანახმად:


აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული იარაღი/იარაღები რეგისტრაციაში გაატარონ 2025 წლის 1-ელი თებერვლის ჩათვლით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი იარაღის შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციისთვის წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული იარაღის რეგისტრაციამდე დაუშვებელია ამ იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ აღნიშნული იარაღის განკარგვა ან სარგებლობის უფლებით სხვა პირისთვის გადაცემა.

სარეგისტრაციო პროცედურასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: