შიდა ტრანზიტი - საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილე, დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანია. გაიცემა სააგენტოს მიერ, დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 90 კალენდარული დღისა. სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირზე შიდა ტრანზიტის გაცემის შემთხვევაში, დროებით სანომრე ნიშანთან ერთად გაიცემა დროებითი მოწმობა.
შიდა ტრანზიტის მისაღებად საჭიროა:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოდელი (მარკა) და შიდა ტრანზიტით სარგებლობისათვის მოთხოვნილი ვადა (ივსება სააგენტოში);
საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
შიდა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნიშანი გაიცემა დროებით და მოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს შიგნით.
შიდა ტრანზიტის საფასურია- 50 ლარი.
შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში – დამატებით 30 ლარი.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.