მომსახურების სააგენტო ახორციელებს სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას, ასევე დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტების თარგმნას რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, თურქულ, იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ და ბერძნულ ენებზე.


* დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია ხდება განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში;

* აპოსტილით დამოწმების საფასური 1 სამუშაო დღეში  - 50 ლარი;

* ლეგალიზაციის ქვეყნებზე დაჩქარებული მომსახურება არ მოქმედებს.


დოკუმენტი ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას თუ იგი წარდგენილი უნდა იქნას „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ” ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში:


ევროპა:


სამხრეთ ამერიკა:


ჩრდილოეთ ამერიკა:


ოკიანეთი:

 

აფრიკა:

 

აზია:


 თუ დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნას სხვა სახელმწიფოში, რომელიც არ შედის ზემოთ მითითებული სახელმწიფოების ჩამონათვალში, იგი ექვემდებარება ლეგალიზაციას.

დოკუმენტი არ საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას თუ იგი წარდგენილი უნდა იქნას “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის კონვენციის წევრ ქვემოჩამოთვლილ ერთ-ერთ სახელმწიფოში: