მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის საკითხები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე (my.sa.gov.ge) და მობილურ აპლიკაციაში (SERVICE AGENCY) რეგისტრაციის გავლის შემდეგ. 


მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად სავალდებულოა დაჯავშნოთ რიგი.


თეორიულ გამოცდაზე ვიზიტის დაჯავშნა
თეორიულ გამოცდაზე დაჯავშნილი ვიზიტის გაუქმება


თეორიული გამოცდისთვის განკუთვნილი საგამოცდო საკითხების რაოდენობა ყველა კატეგორიისა და ქვეკატეგორიისთვის:
AM კატეგორია: 
თეორიული გამოცდა წარმატებულად ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გამოცდაზე მოცემული 20 კითხვიდან სწორად უპასუხებს 18 კითხვას.

A კატეგორია, A1/A2 ქვეკატეგორია: 
თეორიული გამოცდა წარმატებულად ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გამოცდაზე მოცემული 30 კითხვიდან სწორად უპასუხებს 27 კითხვას.

B კატეგორია, B1 ქვეკატეგორია: 
თეორიული გამოცდა წარმატებულად ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გამოცდაზე მოცემული 30 კითხვიდან სწორად უპასუხებს 27 კითხვას.

C კატეგორია: 
თეორიული გამოცდა წარმატებულად ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გამოცდაზე მოცემული 40 კითხვიდან სწორად უპასუხებს 36 კითხვას.

C1 ქვეკატეგორია: 
თეორიული გამოცდა წარმატებულად ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გამოცდაზე მოცემული 35 კითხვიდან სწორად უპასუხებს 32 კითხვას.

D კატეგორია:
თეორიული გამოცდა წარმატებულად ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გამოცდაზე მოცემული 40 კითხვიდან სწორად უპასუხებს 36 კითხვას.

D1 ქვეკატეგორია: 
თეორიული გამოცდა წარმატებულად ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გამოცდაზე მოცემული 35 კითხვიდან სწორად უპასუხებს 32 კითხვას.

T და S კატეგორია: 
თეორიული გამოცდა წარმატებულად ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გამოცდაზე მოცემული 30 კითხვიდან სწორად უპასუხებს 27 კითხვას.



მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდა ხელმისაწვდომია ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.