სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაინტერესებულ პირთა მობილური ტელეფონის ნომრის ასახვის, შეცვლის, წაშლისა და დაბლოკვის პროცედურები:
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აისახება დაინტერესებული პირის (მესაკუთრის, მოსარგებლის, დეკლარანტის, შეზღუდული ქმედუნარიანი პირის კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის, იურიდიული პირის წარმომადგენლის ან სხვა უფლებამოსილი პირის) მობილური ტელეფონის ნომერი. მობილური ტელეფონის ნომრის სააგენტოსათვის გამჟღავნება ნებაყოფლობითია და ხორციელდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით. მონაცემთა ბაზაში ასახული მობილური ტელეფონის ნომერი სააგენტოს მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას:
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახული მობილური ტელეფონის ნომერი სააგენტოს მიერ გადაეცემა:
დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მონაცემთა ბაზაში ასახული მობილური ტელეფონის შესახებ ინფორმაციის მიღების, ასევე მობილური ტელეფონის ნომრის გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის ან წაშლის მიზნით მიმართოს სააგენტოს ზეპირი ფორმით: ე.წ. „ცხელი ხაზს“ ან სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის მიზნით ჩატარებული სხვა საქმისწარმოების ფარგლებში, ან წერილობითი ფორმით/სააგენტოში განცხადების შეტანის გზით.
ე.წ. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მობილური ტელეფონის ნომრის გასასწორებლად, გასანახლებლად, დასამატებლად, დასაბლოკად ან წასაშლელად, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უნდა დაუკავშირდეს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზს და მისი იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა აცნობოს:
მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში სააგენტო ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან აცნობოს დაინტერესებულ პირს უარის თქმის საფუძველი.
სააგენტოში დაინტერესებული პირის მიერ ახალი მოთხოვნის წარდგენამდე, სარეგისტრაციო ბაზაში ასახული მობილური ტელეფონის ნომრის შესახებ მონაცემი ითვლება ნამდვილად და ზუსტად.