საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული "სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ" ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დამატებით შესაძლებელია აისახოს დაინტერესებული პირის მობილურის ტელეფონის ნომერი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებაზე შიდა ტრანზიტის სანომრე ნიშნის გაცემისას მონაცემთა ბაზაში კონკრეტული ტელეფონის ნომრის მითითება არ ხორციელდება.

შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2906 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციულ ორგანოებს გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაინტერესებული პირის მიერ ბოლოს დაფიქსირებული ტელეფონის ნომერი.