იარაღის ერთი პირიდან მეორეზე გასხვისება ფორმდება მომსახურების სააგენტოში. წარმოსადგენი დოკუმენტები:
- ერთობლივი განცხადება (ივსება ადგილზე);
- უფლების გადამცემისა და მიმღების პირადობის მოწმობები;
- გამსხვისებლის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
- მიმღების ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
- იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი (მზადდება ადგილზე);
- კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ნებართვა გაიცემა ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.
იარაღის რეგისტრაციის შემდეგ სარეგისტრაციო მონაცემებში აისახება:
- იარაღის მესაკუთრის ან მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; საცხოვრებელი ადგილი;
- იარაღის მარკა;
- მოდელი, სახეობა, ტიპი, კალიბრი (ყალიბი), იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერი;
- იარაღის შეძენის (შენახვა ან/და ტარება) ნებართვის სახე;
- იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის კატეგორია;
- იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაცია) საფუძველი;
- დამატებითი ძირითადი ელემენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო ნომერი.