შსს მომსახურების სააგენტოს მიზანი:
სერვისების დახვეწა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების გაუმჯობესება. 

შსს მომსახურების სააგენტოს მისიაა:
• საზოგადოების ჩართულობით ჩამოაყალიბოს მარტივი, სწრაფი, სანდო, თანამედროვე და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სისტემა.
• ხელი შეუწყოს სერვისების განვითარებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას
• უზრუნველყოს სააგენტოს საქმიანობისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდა

შსს მომსახურების სააგენტოს ძირითადი ღირებულებები:
პროფესიონალიზმი: მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მოქმედებენ კანონმდებლობისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად. სხვადასხვა ტრენინგებისა და სწავლებების შედეგად, მუდმივად ხდება თანამშრომლების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. 

კომფორტული გარემოს შექმნა: მომსახურების სააგენტო მაქსიმალურად ორიენტირებულია მოქალაქეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე, ხარისხიანი და სწრაფი სერვისის მიწოდებაზე და ეფექტიან მომსახურებაზე. ამავდროულად, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ადაპტირებულია და მორგებულია შშმ პირების კონკრეტულ საჭიროებებზე. 

გამჭვირვალობა: მომსახურების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.