ცნობაში აისახება ინფორმაცია ფიზიკური პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა - გადმოკვეთის შესახებ.
ცნობის მისაღებად მომსახურების სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტებია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
- იმ შემთხვევაში, თუ ცნობა გაიცემა მესამე პირზე - საჭიროა აღნიშნულმა პირმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, წერილობითი თანხმობა ან მინდობილობა.
- თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები
3 სამუშაო დღეში: 30 ლარი;
1 სამუშაო დღეში: 50 ლარი.
* საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია და ვადაშია მისი დამზადებიდან 30 კალენდარული დღე.