გაქარწყლებული ან/და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობაში აისახება ინფორმაცია პირის გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობის შესახებ.

ცნობის ასაღებად, მომსახურების სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტებია:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.


3 სამუშაო დღეში ცნობის გაცემის საფასური: 30 ლარი.

1 სამუშაო დღეში: 50 ლარი.


• იმ შემთხვევაში, თუ ცნობა გაიცემა მესამე პირზე - საჭიროა აღნიშნულმა პირმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაინტერესებული პირის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა ან მინდობილობა.


ცნობის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც სააგენტოს ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში (SERVICE AGENCY) რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ისე ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში.