საქართველოს მოქალაქემ ან ორმაგი მოქალაქობის მქონე პირმა, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ვადიანი მართვის მოწმობა, შესაცვლელად უნდა წარადგინოს:  
  1. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  2. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა (დოკუმენტის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ამოწურული);
  3. კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული მართვის მოწმობის დასტური (უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის წერილობითი მიმართვა ან ცნობა, რომელიც ადასტურებს მომსახურების სააგენტოში შესაცვლელად წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის გაცემის ან/და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის არარსებობის ფაქტს);
  4. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
  5. მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური უწყების მიერ საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ცნობა
  6. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი 


შენიშვნა:

- იმისათვის, რომ მოქალაქემ შეძლოს საზღვარგარეთ აღებული მართვის მოწმობის საქართველოში შეცვლა, აუცილებელია, რომ იგი მართვის მოწმობის გაცემის თარიღამდე ბოლო 12 თვის განმავლობაში მართვის მოწმობის გამცემ ქვეყანაში სულ მცირე 185 დღე იყოს ნამყოფი (ნაცხოვრები). ამასთან, უცხო ენაზე გაცემული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ქართულ ენაზე თარგმნილი და შესაბამისი წესით ნოტარიულად დამოწმებული.


- უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლისას, უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობის დასტური არ მიიღება თუ მისი გაცემიდან სააგენტოში წარდგენამდე გასულია 90 კალენდარული დღე.



აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება:

- იმ პირზე, რომელიც მართვის მოწმობის გაცემის მომენტისათვის იყო იმავე ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც გასცა მართვის მოწმობა და დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენას;

- თუ შესაცვლელი მართვის მოწმობა გაცემულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ.


* მართვის მოწმობის შეცვლის საფასურია 15 ლარი.

* შეცვლილ მართვის მოწმობას მიიღებთ რამდენიმე წუთში.



უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარადგინოს:

  1. პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა;
  2. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული შესაცვლელი მართვის მოწმობა (დოკუმენტის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ამოწურული);
  3. მართვის მოწმობის დასტური (მძღოლის მოწმობის დასტური უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. ასევე მიზანშეწონილია, მითითებული იყოს მართვის მოწმობით გათვალისწინებული კატეგორიის განსაზღვრება);
  4. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა);
  5. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

* მართვის მოწმობის შეცვლის საფასურია 15 ლარი.
* შეცვლილ მართვის მოწმობას მიიღებთ რამდენიმე წუთში.



შენიშვნა:
- უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლისას, უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობის დასტური არ მიიღება თუ მისი გაცემიდან სააგენტოში წარდგენამდე გასულია 90 კალენდარული დღე.



უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლა მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ხდება. აღნიშნული სერვისი დისტანციურად არ ხორციელდება.