სატრანსპორტო საშუალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა - გადმოკვეთის შესახებ ცნობაში აისახება ინფორმაცია დაინტერესებული პირის მიერ მითითებული პერიოდის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალების საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ.


ცნობის ასაღებად, მომსახურების სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტებია:

• სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/რეგისტრირებული მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (საიდენტიფიკაციო ნომერი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი სანომრე ნიშანი/უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სანომრე ნიშანი);

• პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს მონაცემების დამუშავება;

• საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.


3 სამუშაო დღეში ცნობის გაცემის საფასური: 30 ლარი.

1 სამუშაო დღეში: 50 ლარი.


• იმ შემთხვევაში, თუ ცნობა გაიცემა მესამე პირზე - საჭიროა აღნიშნულმა პირმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაინტერესებული პირის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა ან მინდობილობა. მემკვიდრეობის შემთხვევაში, გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი (სამკვიდრო მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა).


ცნობის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც სააგენტოს ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში (SERVICE AGENCY) რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ისე ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში.