შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი სერვისცენტრი დავით აღმაშენებლის ხეივნის №129-ში გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებას მომსახურების სააგენტოს დირექტორი შალვა კბილაშვილი დაესწრო. მან თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ახალი სამუშაო გარემოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ახალი სივრცე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი და მოქალაქეებს სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების, საექსპერტო შემოწმებისა და შესაბამისი აქტის შედგენის, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების ექსპორტის, პირველადი რეგისტრაციისა და გადაფორმების მომსახურებას შესთავაზებს.