ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების უფლება უნარჩუნდებათ მხოლოდ მაიორსა და ზემდგომი სახელმწიფო სპეციალური წოდების პირებს, რომლებსაც სამსახურის გავლის დროს ქონდათ იარაღის ტარების უფლება. ამისთვის დაგჭირდებათ ცნობა კადრებიდან თადარიგში ყოფნის შესახებ.
მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდგენა შესაძლებელია იმავე დღეს და ამისათვის ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა არ დაგჭირდებათ, თუ გაქვს ახალი მართვის მოწმობა.
თუ თქვენ ფლობთ იარაღს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება რეგისტრაციას, ასეთი იარაღი უნდა დაარეგისტრიროთ, იმის მიუხედავად, ანტიკვარულია თუ არა იგი.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. თქვენთვის სასურველი სანომრე ნიშნის დამზადება ფასიანია, მისი ღირებულება იწყება 150 ლარიდან და დამოკიდებულია სანომრე ნიშნის ასოებისა და ციფრების კომბინაციაზე. ხოლო სანომრე ნიშნად სასურველი სახელის გამოყენებისას კანონმდებლობის შესაბამისად ასოთა ან/და ციფრთა კომბინაცია არ უნდა აღემატებოდეს შვიდ ერთეულს და არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას, ადმინისტრაციული ორგანოს სახელწოდებას (აბრევიატურას) ან უხამსობას, აგრეთვე არ უნდა შეურაცხყოფდეს ან არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციასა და ზნეობრივ ნორმებს, ხოლო მომსახურების საფასური 10 000 ლარია.
პირველ რიგში ხდება ავტომობილის დათვალიერება, დგება დათვალიერების აქტი, ასევე ივსება საბაჟო დეკლარაცია და გაიცემა ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა. ამის შემდეგ გაფორმდება ავტომობილი თქვენზე, მიმდინარე ან თქვენთვის სასურველი სერიული ნომრებით.
საქართველოში რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ 90 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით შემოტანილი, საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები.
„A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით, ხოლო „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ და ტრავმაიას კატეგორიებისთვის 5 წლით. საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადა კი განისაზღვრა 3 წლით. მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, მართვის მოწმობის შეცვლა მოხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის საფუძველზე.
განცხადება; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა); პირადობის მოწმობა; კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები; სატრანსპორტო საშუალების იმ კატეგორიის შესაბამისი სწავლების დამადასტურებელი მოწმობა, რომელზეც გავლილია პროფესიული მომზადება ან გადამზადება ("A" და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვებია მძღოლობის კანდიდატთა დამოუკიდებელი მომზადება).
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩასაბარებლად შეგიძლიათ მიმართოთ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ერთეულს, ყოველ დღე კვირის გარდა (გამოცდები არ ბარდება ქ. თბილისში, ქავთარაძის 21-ში მდებარე ერთეულში). ასევე გაითვალისწინეთ, რომ შაბათ დღეს თეორიული გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია 12:30 საათამდე.
ამ შეღავათით სარგებლობას სტუდენტის ID ბარათის წარდგენის შემთხვევაში შეძლებთ. სტუდენტი 55 ლარის ნაცვლად იხდის 15 ლარს. გაითვალისწინეთ, რომ შეღავათი ვრცელდება მხოლოდ პირველ გასვლაზე.
დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად, გამოცდების ხელახლა ჩაბარება არ მოგიწევთ. აღდგენისათვის, მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (მართვის მოწმობის საფასური 15 ლარი და დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის საფასური 20 ლარი).
პრაქტიკული გამოცდა წარმატებულად ჩაითვლება, თუ მძღოლობის კანდიდატი გამოცდის ყველა საჭირო მოთხოვნის შესრულების შემდეგ არ დააგროვებს 39-ზე მეტ საჯარიმო ქულას.
აღნიშნული კატეგორიების მართვის მოწმობის მისაღებად შსს მომსახურების სააგენტოში სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინოთ მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულების მიერ გაცემული მოწმობა.
16 წლის პირს შეუძლია აიღოს მხოლოდ „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომლითაც უფლება მიენიჭება მართოს მოტორიზირებული ტრიციკლი და კვადროციკლი.
სატრანსპორტო საშუალების დამზადებული მართვის მოწმობის მიღება შეგიძლიათ მომსახურების სააგენტოს თქვენთვის სასურველ სტრუქტურულ ერთეულში. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ უნდა მიუთითოთ ის ერთეული, სადაც აიღებთ დამზადებულ დოკუმენტს