შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ანდორას სამთავროს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია. სტუმრებს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა - ზურაბ ზუბადალაშვილმა უმასპინძლა.
დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას. ასევე, ინფორმაცია მიიღეს მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების წესის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო პროცედურებისა და იმ ელექტრონული სერვისების შესახებ, რომელსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. სტუმრებმა სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა და საგამოცდო ავტოპარკიც დაათვალიერეს.
მომსახურების სააგენტოში ვიზიტამდე, დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, როლანდ მესხი და მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.