სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში - გარდა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებისა ასახულია შემდეგი სახის ინფორმაცია:



ცნობის ასაღებად მომსახურების სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტებია:


5 სამუშაო დღეში ცნობის გაცემის საფასური: 30 ლარი;

3 სამუშაო დღეში ცნობის გაცემის საფასურია 45 ლარი;

1 სამუშაო დღეში - 70 ლარი;

3 სამუშაო საათში - 110 ლარი.


* სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისას ფიზიკური პირის შემთხვევაში 5 ერთეული ავტომობილის ზევით ყოველი მომდევნო ავტომობილის შესახებ ინფორმაციის გაცემის საფასური შეადგენს 5 ლარს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 80 ლარს.


* სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.


იდენტური წესით გაიცემა ცნობა ავტომობილის მესაკუთრის შესახებ ან ცნობა პირის საკუთრებაში არსებული ავტომობილის შესახებ.


ცნობის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც სააგენტოს ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში (SERVICE AGENCY) რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ისე ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში.