შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო კამპანიას – „პროფესია პოლიციელი“ განაგრძობს.
კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 10 სტრუქტურულ ერთეულში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
ვიზიტისას მოსწავლეებმა დაათვალიერეს სააგენტოს ინფრასტრუქტურა, მიიღეს ინფორმაცია არსებული სერვისების შესახებ და გაეცნენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების წესს.
საინფორმაციო კამპანიას „პროფესია პოლიციელი“ შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.