იხილეთ ბმული.
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
• მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში (ავტო სკოლა) შესაბამისი კატეგორიისთვის გადამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• მოქმედი მართვის მოწმობა.
გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასური შეადგენს 55 ლარს (მართვის მოწმობის დამზადების საფასური - 15 ლარი, გამოცდაზე გასვლის საფასური - 40 ლარი). თეორიულ გამოცდაზე ყოველი შემდეგი გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.
პრაქტიკული გამოცდები ბარდება შემდეგ ოთხ ქალაქში: რუსთავი, თელავი, ქუთაისი და ფოთი.
კანდიდატს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან უფლება აქვს 30 კალენდარული დღის განმავლობაში (7 დღის ინტერვალით უფასო გასვლა) ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი.
D1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი ელემენტები:
• უკუსვლით პარკირება;
• აღმართიანი უბანი;
• პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება.
კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან უფლება აქვს 365 კალენდარული დღის განმავლობაში (პირველადი გეგმიური გასვლა - 15 კალენდარული დღის შემდეგ, ხოლო შემდეგი გასვლები 30 დღის ინტერვალით) ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი.
* პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გეგმიური გასვლის საფასური - 150 ლარი.
მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს. ამასთან, გამოცდის დაწყებამდე კანდიდატმა საჭიროა უპასუხოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებულ კითხვებს.
კანდიდატი ვალდებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს 15 წუთით ადრე. აღნიშნული დროის დარღვევით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ხდება მისი 90 კალენდარული დღით დისკვალიფიკაცია და უნარჩუნდება გადახდილი თანხის 50%.
შენიშვნა:
* თუ მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე გამოცხადების დრომდე 72 საათით ადრე გააუქმებს ჯავშანს შეზღუდვა არ ვრცელდება.
* თუ გამოცდაზე გამოცხადების დრომდე დარჩენილია 72 საათზე ნაკლები გამოცდაზე გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაცია მძღოლობის კანდიდატმა საჭიროა მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე (12 72) დარეკვით ან წერილობითი მიმართვით (სტურუქტურულ ერთეულებში, ელფოსტაზე) დააფიქსიროს. აღნიშნულ შემთხვევაში კანდიდატის მიმართ 90 დღიანი დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება.
მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
დაჩქარებული წესით მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:
1 (ერთ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 50 ლარი.
2 (ორ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 40 ლარი.
დამატებითი ინფორმაცია:
* იმ პირებს, ვისაც C ან/და C1 კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიღებული აქვთ 2012 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 15 დეკემბრამდე, აბარებენ მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდებს.