შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, მოადგილეებთან ერთად, შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია.
მინისტრი მომსახურების სააგენტოს გორის და ქუთაისის სამმართველოებში იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო და მიმდინარე საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.