AM კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად ვიზიტის დაჯავშნა სავალდებულო არ არის.
* AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად ბარდება მხოლოდ თეორიული გამოცდა.
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
• დაბადების მოწმობის დედანი (ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასურია 15 ლარი, ხოლო შემდეგი გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.
შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირი “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირველად დაშვების შემთხვევაში გადაიხდის 15 ლარს.
მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
დაჩქარებული წესით მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:
1 (ერთ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 50 ლარი.
2 (ორ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 40 ლარი.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.