მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად სავალდებულოა დაჯავშნოთ რიგი.

იხილეთ ბმული.


A კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად დაინტერესებულმა პირმა საჭიროა წარმოადგინოს:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);


გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასური შეადგენს 55 ლარს (მართვის მოწმობის დამზადების საფასური - 15 ლარი, გამოცდაზე გასვლის საფასური - 40 ლარი). თეორიულ გამოცდაზე შემდეგი გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.


კანდიდატს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან უფლება აქვს 30 კალენდარული დღის განმავლობაში (7 დღის ინტერვალით უფასო გასვლა) ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდა.


A კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის განკუთვნილი ელემენტები:

• რვიანი;

• ზიგზაგი;

• საგაბარიტო წრეში მობრუნება.


მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.


დაჩქარებული წესით მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:

1 (ერთ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 50 ლარი.

2 (ორ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 40 ლარი.


A კატეგორიით ასევე შეუძლია მართოს:

• „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

• „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

• „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

• ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე აღემატება 15 კვტ-ს.


დამატებითი ინფორმაცია:

* იმ პირებს, ვისაც B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიღებული აქვთ 2014 წლის 15 დეკემბრამდე, A კატეგორიის მისაღებად აბარებენ მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას.

* იმ პირებს, ვისაც A კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიღებული აქვთ 2014 წლის 15 დეკემბრამდე, B კატეგორიის ან/და B1 ქვეკატეგორიის მისაღებად აბარებენ მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას.