იხილეთ ბმული.
A2 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად დაინტერესებულმა პირმა (სრულწლოვანი) საჭიროა წარმოადგინოს:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასური შეადგენს 55 ლარს (მართვის მოწმობის დამზადების საფასური - 15 ლარი, გამოცდაზე გასვლის საფასური - 40 ლარი). თეორიულ გამოცდაზე შემდეგი გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.
კანდიდატს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან უფლება აქვს 30 კალენდარული დღის განმავლობაში (7 დღის ინტერვალით უფასო გასვლა) ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდა.
A2 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის განკუთვნილი ელემენტები:
• რვიანი;
• ზიგზაგი;
• საგაბარიტო წრეში მობრუნება.
მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
დაჩქარებული წესით მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:
1 (ერთ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 50 ლარი.
2 (ორ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 40 ლარი.
A2 ქვეკატეგორიით ასევე შეუძლია მართოს:
• „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;
• „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;
• ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.
დამატებითი ინფორმაცია:
* იმ პირებს, ვისაც მიღებული აქვთ „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, „A“ კატეგორიის მისაღებად აბარებენ მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას.
* იმ პირებს, ვისაც "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიღებული აქვთ 2014 წლის 15 დეკემბრამდე, "A2" ქვეკატეგორიის მისაღებად აბარებენ მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას.
მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად სავალდებულოა დაჯავშნოთ რიგი.
იხილეთ ბმული.
A2 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად დაინტერესებულმა პირმა (სრულწლოვანი) საჭიროა წარმოადგინოს:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასური შეადგენს 55 ლარს (მართვის მოწმობის დამზადების საფასური - 15 ლარი, გამოცდაზე გასვლის საფასური - 40 ლარი). თეორიულ გამოცდაზე შემდეგი გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.
კანდიდატს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან უფლება აქვს 30 კალენდარული დღის განმავლობაში (7 დღის ინტერვალით უფასო გასვლა) ჩააბაროს პრაქტიკული გამოცდა.
A2 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის განკუთვნილი ელემენტები:
• რვიანი;
• ზიგზაგი;
• საგაბარიტო წრეში მობრუნება.
მართვის მოწმობა მზადდება გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
დაჩქარებული წესით მოწმობის დამზადების ვადები და საფასურები:
1 (ერთ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 50 ლარი.
2 (ორ) სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური - 40 ლარი.
A2 ქვეკატეგორიით ასევე შეუძლია მართოს:
• „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;
• „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;
• ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.
დამატებითი ინფორმაცია:
* იმ პირებს, ვისაც მიღებული აქვთ „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, „A“ ქკატეგორიის მისაღებად აბარებენ მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდას.

">