B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 3 შეცდომის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდაზე მოცემული 30 შეკითხვიდან მძღოლობის კანდიდატმა 25 სწორი პასუხი უნდა დააფიქსიროს.