შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, შალვა კბილაშვილმა, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის სამსახურის თანამშრომლებთან და მათ ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შალვა კბილაშვილმა საგამოცდო პროცესის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის უმაღლესი სტანდარტით ჩატარება და საგამოცდო ადგილების გაზრდა, სააგენტოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა, საგამოცდო პროცესის ეფექტიანობის გაზრდაზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით კონკრეტული სამოქმედო გეგმა დასახეს.