სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების ჯგუფში

სამუშაო ადგილმდებარეობა თბილისი

თანამდებობა ინსპექტორი

ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა 1

თანამდებობრივი სარგო 1150

სამუშაო გრაფიკი სამუშაო დღე - 6

დასვენების დღე - 1

სამუშაო საათები ორშაბათი - პარასკევი: 09:30 – 17:30

შაბათი: 10:00 – 16:00

შესვენება - 1 საათი

ძირითადი ფუნქციები:

ა) უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მფლობელების შესახებ ინფორმაციის მიღებას და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;

ბ) მოიძიებს დაკარგული, გატაცებული, ნაპოვნი, ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების ან მათი აგრეგატების შესახებ ინფორმაციას და უზრუნველყოფს ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;

გ) ამუშავებს საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ყადაღის შესახებ ინფორმაციას და უზრუნველყოფს ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;

დ) მოიძიებს სატრანსპორტო საშუალებებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას და უზრუნველყოფს ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;

ე) უზრუნველყოფს მართვის მოწმობათა შესახებ ინფორმაციის დამუშავებასა და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსებას;

ვ) უფლებამოსილ პირებზე სადღეღამისო რეჟიმში საკომუნიკაციო საშუალებებით გასცემს ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში არსებულ ინფორმაციას;

ზ) აწარმოებს გაცემული ინფორმაციისა და ინფორმაციის მომთხოვნის შესახებ რეესტრს;

თ) გაწეული საქმიანობის შესახებ ამზადებს სტატისტიკურ ანგარიშებს;

ი) მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე, ამზადებს და გასცემს შესაბამის ცნობებს;

კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემულ დავალებებსა და ცალკეულ მითითებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება ან სსიპ-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გავლილი კურსი

• სახელმწიფო ენის ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები:

• მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მომსახურების სფეროში)

• საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office – Word, Outlook) ცოდნა

• სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენ(ებ)ის ცოდნა - B2

უნარ-ჩვევები

• ორგანიზებულობა

• დეტალებზე ორიენტირების უნარი

• დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

• შემჭირდოვებულ ვადებში ეფექტიანად მუშაობის უნარი

• მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა

საკონკურსო თემატიკა:

• საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ”

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა

• რეზიუმე / CV

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• უმაღლესი აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი ან სერტიფიკატი სსიპ-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში კურსის გავლის შესახებ;

• ფოტო 3X4 1 (ერთი) ცალი;

• სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში)

კონკურსის ეტაპები:

• აპლიკაციების შეფასება / გადარჩევა

• გასაუბრება

• ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება (საჭიროების შემთხვევაში)

• სპეციალური შემოწმება

• გამოსაცდელი ვადით დანიშვნა

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით შსს სისტემაში არ მიიღება:

• განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;

• პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

• პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

• პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

• პირი, რომლის ჯანმრთელობაც, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

• ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

• პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

• უცხო ქვეყნის მოქალაქე/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;

• სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;

• პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;

• პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს შს სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნებს.

დამატებითი ინფორმაცია:

- კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადავლენ კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადში მითითებულ მოთხოვნებს და სავალდებულო დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად.

- წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შედეგების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად (ელ. ფოსტა ან/და მობილურის ნომერი).

! საყურადღებო ინფორმაცია:

დაინტერესებული პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განაცხადით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ.

- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირ(ებ)მა განცხადებაში მოთხოვნილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@sa.gov.ge

- გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს

- განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 15 ნოემბერი

გისურვებთ წარმატებებს!