პოზიციის დასახელება: სსიპ-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს იურიდიული სამმართველოს სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების სამსახურის სტაჟიორი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 30 ივნისი.


სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.რუსთავი

კონკურსის ტიპი: სტაჟირება

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე

თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურების გარეშე

სტაჟირების განრიგი: ორშაბათი-შაბათის ჩათვლით 10:00 – 16:00 საათამდე


ფუნქციები:

• სსიპ-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს იურიდიული სამმართველოს სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების სამსახურის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;

• სტაჟირების ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება, რომელიც მიმართული იქნება სტაჟიორის პროფესიული ზრდის, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება/განვითარებაზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.


მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: სტუდენტი;

პროფესია: იურიდიული ან საერთაშორისო სამართალი.


დამატებითი მოთხოვნები:


კანდიდატს მოეთხოვება:

• კანდიდატი უნდა იყოს, სულ მცირე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი, იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით;

• სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც კარგად ფლობს სახელმწიფო ენას (წერა და მეტყველება);

• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (ცოდნის დონე - B2).


პიროვნული მახასიათებლები:

• ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

• ლოგიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

• კეთილგანწყობა;

• მოტივირებულობა;

• გუნდური მუშაობის უნარი;

• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

• დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;

• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;


საკონკურსო თემატიკა:

1) ,,საქართველოს კონსტიტუცია’’

2) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

3) სამოქალაქო კოდექსი;

4) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

5) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (გარდა VII1-VII16 თავებისა);

6) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

7) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

8) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი (I, V, VI თავები) ;

9) ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

10) საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

11) ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

12) ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

13) ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

14) ,,პოლიციის ეთიკის კოდექსი’’;

15) საქართველოს მთავრობის N337დადგენილება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’;

16) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N24 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულება’’;


კონკურში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• სრულყოფილად შევსებული აპლიკაციის ფორმა;

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი სემესტრის შესახებ.


კონკურსის ეტაპები:

• აპლიკაციის მიღება და გადარჩევა;

• გასაუბრება.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

• კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;

• საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქულათა სისტემის საფუძველზე.


დამატებითი ინფორმაცია:

• კონკურსის მეორე ეტაპს (გასაუბრება) გაივლიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადში მითითებულ მოთხოვნებს და სავალდებულო დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;

• წარმატებულ კანდიდატებთან დაკავშირება, ასევე კონკურსის ეტაპების შესახებ კონკურსანტების ინფორმირება მოხდება მათ მიერ აპლიკაციაში მითითებულ ელ.ფოსტის მეშვეობით;

• სტაჟირების წარამატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს გადაეცემა, სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

• სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, თუ სტაჟიორი აკმაყოფილებს დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, იგი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ დახურულ კონკურსში.


საყურადღებო ინფორმაცია!


• დაინტერესებული პირის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადამოწმებულ იქნას მომსახურების სააგენტოს მიერ;

• კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა, საკონკურსო განაცხადში მოთხოვნილი, ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტები და შევსებული სააპლიკაციო ფორმა, უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე - hr@sa.gov.ge ;


• განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 30 ივნისი.


გისურვებთ წარმატებებს!