შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიის ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი ვოლფგანგ შუბერტი ესტუმრა. ავსტრიელ კოლეგას მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ნიკა გელაშვილმა უმასპინძა, სააგენტოს ტერიტორია დაათვალიერებინა და სააგენტოს სერვისების შესახებ ესაუბრა. პრეზენტაციის შემდეგ, სტუმარმა თავად გაიარა მართვის მოწმობის იმიტირებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, ასევე ნახა თუ როგორ იბეჭდება სახელმწიფო სანომრე ნიშნები. შეხვედრის დასასრულს, ავსტრიელ სტუმარს საჩუქრად სახელობითი ნომერი გადაეცა.