შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში სააგენტოს დაარსებიდან 19 წლის იუბილე აღინიშნა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი - გეკა გელაძე, მინისტრის მოადგილე - გიორგი სახოკია, სააგენტოს დირექტორი - გიორგი გუნცაძე, ასევე სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შს მინისტრმა და გიორგი გუნცაძემ ღონისძიებაზე დამსწრე პირებს სიტყვით მიმართეს, სააგენტოს განვლილი გზა მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს იმ პროექტების მნიშვნელობას, რომელიც სააგენტოში ხორციელდება.
გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, თანამშრომლებს მხარდაჭერა აღუთქვა, გაწეული ეფექტიანი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში, მინისტრმა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის „მადლობის სიგელით“ დააჯილდოვა.