შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქალაქ საჩხერეში მდებარე სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ხორციელდება სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 12 იანვრამდე, საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში შესაძლებელი იქნება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი (მოედანი) და მეორე (გამოცდა რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში) ეტაპის ჩაბარება.
მოქალაქეებს, ვისაც სურთ სააგენტოს სხვა სერვისებით სარგებლობა, შეუძლიათ მიმართონ სხვა სტრუქტურულ ერთეულებს.