მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის გამო, ქალაქ ქუთაისში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი (მოედანი) და მეორე ეტაპი შეჩერებულია.
ის პირები, ვისაც დღეს უწევდათ გამოცდაზე გასვლა, ისარგებლებენ სპეციალური შეღავათებით. კერძოდ:
🔹 ის პირები, ვისაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ეწურებათ 30 კალენდარული დღე, გამოცდაზე გასვლის უფლებით სარგებლობას 2026 წლის 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში შეძლებენ;
🔹 პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე რეგისტრირებული კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება, გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ და გამოცდაზე გასვლას შეძლებენ 2026 წლის 10 იანვრის ჩათვლით პერიოდში.
კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ, დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ.