შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, სააგენტოს სახელით ვრცელდება ცრუ და ყალბი ინფორმაციები, რომელიც ეხება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჯავშნებს, დაჯავშნის ვადებს, წესს და სხვა საკითხებს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მომსახურების სააგენტო, ოფიციალური Facebook გვერდის და Youtube არხის გარდა, არ ფლობს სხვა სოციალურ პლატფორმებს და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სააგენტოს სახელით სხვადასხვა გვერდსა და პლატფორმაზე ვრცელდება, შესაძლოა იყოს არასწორი და საჭიროებდეს გადამოწმებას სააგენტოს ოფიციალურ არხებზე.
🔹 Youtube: https://tinyurl.com/mr2b9fk6
🔹 Facebook: https://tinyurl.com/5fskne7n
🔹 ვებგვერდი: https://tinyurl.com/cj2hm76r
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.