შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 10 ნოემბრიდან B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.
ელექტრონული ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია, როგორც მომსახურების სააგენტოს ვებგვერდიდან, ასევე აპლიკაციის საშუალებით.
🔹 ვებგვერდი - sa.gov.ge
🔹 აპლიკაცია - Service Agency
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.