შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღე ფოთში აღნიშნა.

ღონისძიება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა, ფოთში, ცენტრალურ მოედანზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ ადგილზე წარმოდგენილი იყო საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები.

მომსახურების სააგენტომ პატარა სტუმრებს არაერთი სახალისო აქტივობა შესთავაზა. მოზარდებისთვის მოწყობილი იყო იმიტირებული ველო რბოლისა და თეორიული გამოცდის სივრცე, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ პატარებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობა გადაეცემოდათ.

ასევე, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოში, სხვადასხვა პერიოდში გაცემული მართვის მოწმობების, სარეგისტრაციო მოწმობების და სანომრე ნიშნების განვითარების ეტაპებსა და ვიზუალურ მხარეს.