გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის გამო, ამ ეტაპზე მომსახურების სააგენტოს რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები შეფერხებით ტარდება. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

🔹 ოზურგეთში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპები დროებით შეჩერებულია.

🔹 ბათუმში შეჩერებულია მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი).

კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ, დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ.