შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, მოლდოვის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის გენერალური დირექტორი ვიორელ დოაგა და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაციას მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების წესს, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო პროცედურებსა და იმ ელექტრონულ სერვისებს, რომელსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. სტუმრებმა სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა და საგამოცდო ავტოპარკიც დაათვალიერეს.