შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი თბილისში გაიხსნა.
მომსახურების ცენტრში განთავსებულია საექსპერტო და სარეგისტრაციო სამსახური, სადაც დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის სერვისით.
აღნიშნული ცენტრი კომპანია ,,თინეთის” რეგისტრაციის ოფისშია განთავსებული და სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ვიზიტის დაჯავშნა.
მისამართი: გურამ ფანჯიკიძის ქუჩა N1ბ.
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
შაბათი: 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.