შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 17 მაისი სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის გამოცხადებულია უქმე დღედ.
იმ პირებს, რომლებსაც 17 მაისს უწევდათ ცნობის მიღება დამზადებულ დოკუმენტს მიიღებენ 18 მაისს;
იმ პირებს, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა უწევდათ 17 მაისს, გამოცდით ისარგებლებენ 18 მაისს;
იმ პირებს, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 17 მაისს აქვთ ჯავშანი, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღის განმავლობაში ეცნობებათ;
იმ პირებს, რომლებსაც შენახული აქვთ უფასო ან ფასიანი სანომრე ნიშნები და შენახვის ბოლო დღე უწევთ 17 მაისს, გამოცხადების ბოლო ვადად განესაზღვრათ 20 მაისი;
იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 17 მაისს, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრათ 20 მაისი.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.