შსს მომსახურების სააგენტოს იაპონიის კონსული ესტუმრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნინო ოსაძემ იაპონიის კონსულსა და საკონსულოს წარმომადგენელს უმასპინძლა. შეხვედრაზე განხილული იყო იაპონიის მოქალაქეებისთვის სააგენტოს სხვადასხვა სერვისით სარგებლობის წესები და პროცედურები, მათ შორის იაპონური მართვის მოწმობების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების საკითხი.
იაპონელ სტუმრებს, სააგენტოს დირექტორის მოადგილემ სამსახურში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია გააცნო და სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივაზე ისაუბრა.