შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში ინტერნეტის მიწოდება ვერ ხორციელდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში სერვისების გაცემა დროებით შეჩერებულია.
სერვისების აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით - 12 72.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.