შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გაცნობებთ, რომ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით, მომსახურების სააგენტო არ იმუშავებს, ხოლო 2024 წლის 8 იანვრიდან სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
🔹იმ პირებს, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გასვლა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 2024 წლის 8 იანვრიდან მიეცემათ;
🔹იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 8 იანვარი.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.