საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს დირექტორის - ირჟი მაზანეკის ხელმძღვანელობით ეწვია.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს მომსახურების სააგენტო, სადაც ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სააგენტოს საქმიანობის შესახებ.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.