17 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში, ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება და მიაწვდის შემდეგი სახის სერვისებს:
🔹სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები;
🔹იარაღთან დაკავშირებული სერვისები;
🔹ცნობების გაცემასთან დაკავშირებული სერვისები;
🔹სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობასთან დაკავშირებული სერვისები, გარდა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდებისა.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.