„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები, კერძოდ:
• შიდა ტრანზიტის ან ტრანზიტული ნომრის ერთი ცალის ან ერთი წყვილის დაკარგვის შემთხვევაში განისაზღვრა საფასური - 30 ლარის ოდენობით.
• გაუქმდა მომსახურების სახე, რომლითაც ფიზიკური პირი უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა მის სარგებლობაში არსებული ე.წ. „ფასიანი“ სახელმწიფო სანომრე ნიშნის შეცვლა მისთვის სასურველი ე.წ. „ფასიანი“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით, კანონით დადგენილი საფასურის (35 ლარის ან სახელმწიფო სანომრე ნიშნებისთვის კანონით დადგენილი საფასურის სხვაობის) გადახდის სანაცვლოდ.
ცვლილება არ ეხება ფიზიკური პირის მოთხოვნით, მის სარგებლობაში არსებული, ე.წ. „ფასიანი“ სახელმწიფო სანომრე ნიშნის ამ პირის მეუღლის, მშობლის ან შვილის კუთვნილ რეგისტრირებულ ავტომობილზე გაცემას.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.