26 მაისი - ეს დღე ჩვენია!
შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ბათუმში აღნიშნავს.
ღონისძიება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება, ბათუმში, ანბანის კოშკთან მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ ადგილზე წარმოდგენილია საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები.
მომსახურების სააგენტო პატარა სტუმრებს არაერთ სახალისო აქტივობას სთავაზობს.
მოზარდებისთვის მოწყობილია იმიტირებული ველო რბოლისა და თეორიული გამოცდის სივრცე, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ პატარებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობა გადაეცემათ.
ასევე, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ სააგენტოს მიერ დანერგილი ონლაინ სერვისების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.