შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საბერძნეთის ადმინისტრაციული რეფორმების მინისტრი ოლგა იეროვასილი და საბერძნეთის ელჩი ნიკოლას პიპერიჯოსი ეწვივნენ. სტუმრებს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ნიკა გელაშვილმა უმასპინძლა.

საბერძნეთის წარმომადგენლებმა სააგენტოს სარეგისტრაციო დარბაზი დაათვალიერეს, სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პროცესს დაესწრნენ. 

ვიზიტის ბოლოს, საბერძნეთის წარმომადგენლებს სააგენტოსგან საჩუქრად სახელობითი სახელმწიფო სანომრე ნიშნები გადაეცათ.