შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გაცნობებთ:
🔹2022 წლის 31 დეკემბერს მომსახურების სააგენტო იმუშავებს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე;
🔹2023 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით მომსახურების სააგენტო არ იმუშავებს, ხოლო 2023 წლის 9 იანვრიდან სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
✔️ იმ პირებს, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გასვლა 2023 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 2023 წლის 9 იანვრიდან მიეცემათ;
✔️ იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2023 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 9 იანვარი.
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.