შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ შეიქმნა მობილური აპლიკაცია (service agency) და განახლდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე მომხმარებლის პირადი გვერდი (my.sa.gov.ge), რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონული სერვისებით სარგებლობა.

 ამასთან გაცნობებთ, რომ ძველ მობილურ აპლიკაციასა და მომხმარებლის პირად გვერდზე ავტორიზებულ პირებს რეგისტრაცია ავტომატურად გაუუქმდათ და ელექტრონული სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ ხელახალი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.


იხილეთ ბმული: აპლიკაციაში რეგისტრაციის ინსტრუქცია