შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სააგენტოს მობილური ჯგუფი, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში, ადგილობრივ მოსახლეობას 7 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით მოემსახურება და მიაწვდის შემდეგი სახის სერვისებს:
- სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) განბაჟება და რეგისტრაცია;
- იარაღის (სანადირო თოფი, კარაბინი, პისტოლეტი და ა.შ.) რეგისტრაცია;
- ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
- მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა;
- მართვის მოწმობების შეცვლა და დაკარგული მოწმობის აღდგენა
მომსახურების სააგენტო არის მოწინავე სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში
ისარგებლეთ ჩვენი კომფორტული და სწრაფი სერვისებით როგორც სააგენტოს სერვის ცენტრებში, ასევე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.